- 2022-08-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიამ განიხილა “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის N 31 (გ-49.49220843) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.