- 2023-02-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზი დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1530 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩის I შესახვევი, №1-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1368 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის №21 (გ-49.4923038001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.