ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.