- 2023-10-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განსახორციელებელი, მგზავრთა რეგულარული გადაყვანის სამარშრუტო სქემის დადგენაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.44.082; ფართით – 2784.0 კვ.მ.) მრავალფუნქციური, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის განხორციელებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების – უარის შეთანხმების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ზაზა ერბელიძე და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი ესწრებოდნენ.