- 2023-11-17
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, კომისიის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნებით უკან დაუბრუნდება მუნიციპალიტეტის მერიას.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.