- 2024-01-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის, ასევე მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და მიხეილ იაშვილს შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებულ N1 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის“ სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, სარგებლობის უფლებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომანქანა ,,SCODA OCTAVIA” (სახელმწიფო ნომერი AA-512-CC) გადაცემის შესახებ.