- 2025-02-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა სს „ლიბერთი ბანკი“-სათვის (ს/კ 203828304) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით 2 (ორი) წლის ვადით ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში ( ს/კ 29.08.34.014.01.540) მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 2.0 კვ. მ. ფართის გადაცემის საკითხზე.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.