ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-ს მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი #29.08.34.187) განთავსებული კაფე-ბარის 08 (1) პირობით იჯარის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემის საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების საკითხი