ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N29.17.35.013.) პირველ სართულზე განთავსებული 18.48 კვ.მ. ფართის აუქციონის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ივლისის # გ-49.492221014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.