- 2023-09-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
27 სექტემბერს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N15 (გ-49.492302715) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N16 (გ-49.492302714) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
4. სს „სილქნეტი“–სათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
5. პეტიციის შესახებ (საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათისა და სოფელ ბანოჯის დამაკავშირებელი გზის საფარის დაგება).
/მომხს: ს. კირკიტაძე/