- 2023-11-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
22 ნოემბერს, 13:00 , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N15 (გ-49.492302715) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის N16 (გ-49.492302714) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ წყალტუბოში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული #29.08.36.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, განთავსებული მოძრავი ქონებებით (ინვენტარი) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, მოვლა-პატრონობისა და შენახვის მიზნით ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/