- 2024-05-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
31 მაისს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. შპს „მაგთიკომი“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. წყალტუბოში რუსთაველის ქუჩა #27-ში ს/კ 29.08.34.107 მდებარე 2 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული რკინის კონსტრუქციის (ანძა) ნაწილი ანტენისა და აპარატურის განთავსების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №გ-49.4924018001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სამშენებლო კომპანია „ეკრანი+“ -ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09. 41 074) „მწვანე ქალაქი“ საცხოვრებელი უბნის მშენებლობასთან დაკავშირებით განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების შეთანხმების თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
5. შპს „რეტრო იმერეთი“-სათვის (ს/კ 412777400) ტურისტური ზონის მოსაწყობად, 49 წლის ვადით, იჯარით, შესაბამისი პირობებით სარგებლობის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N39ა-ში მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი N29.08.37.069) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/