ელიაობა 2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ტრადიციულად ელიაობის დღესასწაული აღინიშნა.
წმინდა ელიას სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ფრენბურთში, ფეხბურთში, რაგბში მოეწყო. ადგილობრივებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ნარდის, შაშისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირებში.
ელიაობის აღნიშვნა წყალტუბოს სახალხო თეატრის სპეკტაკლის ,,სამანიშვილის დედინაცვალის” ჩვენებით დასრულდა.
 სოფელ მაღლაკის მოსახლეობას ელიაობის დღესასწაული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.