- 2021-11-24
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის


შეხვედრაზე მხარებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აგრარულ სექტორში დასაქმებულ მეწარმე ქალბატონებს შეხვდნენ და მცირე ბიზნესის განვითარების გეგმები განიხილეს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად ჩაის გადამამუშავებელი საწარმო და შპს ,,ჰერბია’’ დაათვალიერეს.

სოფელ გუმათში მდებარე ჩაის საწარმო, 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაი“ და ესტონელი ბიზნესმენების თანადაფინანსებით დაარსდა. პლანტაციები გაშენებულია წყალტუბოსა და ტყიბულში 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, აწარმოებენ მაღალი ხარისხის ბიოჩაის, რომლის რეალიზებაც ევროპის ბაზარზე ხდება. ჩაის საწარმოში ყოფნისას მხარეებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

გამართული სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებისა და მაღალი ხარისხის ბოსტნეულის, მწვანილის წარმოების ტექნოლოგიებს სტუმრები შპს ,,ჰერბიაში’’ გაეცნენ. აღნიშნული კომპანია 15 წელია არსებობს და ამ ეტაპზე, ბოსტნეულითა და მწვანილით ამარაგებს ყველა ქსელურ მარკეტს საქართველოში. აწარმოებენ 80 სახეობის პროდუქციას, შპს ,,ჰერბიას’’ სასათბურე ფართობი მოიცავს 10 ჰექტარს და ღია გუნტის 15 ჰექტარ მეურნეობას. ფუნქციონირებს სასაწყობე და დამაფასოებელი საამქროები.


