გამწმენდი ნაგებობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით მოეწყო

წყალტუბოს საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა.
გამწმენდი ნაგებობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ადგილზე მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, წყალტუბოში მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.
წყალტუბოში,პროექტის განხორციელების შედეგად, თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მეშვეობით, მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და სრულად გამოსწორდება მრავალწლიანი პრობლემა, რაც მდინარეში ფეკალური მასების ჩადინებას უკავშირდებოდა.
რეგიონში ეკოლოგიური საკითხების მოსაგვარებლად დაახლოებოთ 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.