- 2023-12-14
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
წყალტუბოს განახლებისა და გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულში ნეკერჩხლის ნერგები დაირგო.
გამწვანების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ მიიღეს მონაწილეობა.
„გამწვანება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ღონისძიებები ტრადიციად იქცა. დღეს, გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულში დავრგეთ 60 ერთეული ნეკერჩხლის ნერგი. მწვანე გარემო, ეს არის ჯანმრთელი, სუფთა გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“ – აღნიშნა კობა გურეშიძემ.