- 2024-06-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის მიერ 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.
ასევე, კომისიამ განიხილა ქალაქ წყალტუბოში, ბესიკის ქუჩა №4 ბინაზე ოქროპირ სვანაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი.