გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ დაარსებიდან 85 წლის იუბილე აღინიშნა

წყალტუბოში გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ დაარსებიდან 85 წლის იუბილე აღინიშნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს’’ გამოცემიდან 85 წლის საიუბილეო თარიღი, გაზეთის რედაქტორს, მურთაზ კანკაძეს მიულოცეს, მადლობის ბარათი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
ღონისძიებაზე მოწვეულმა ახალგაზრდებმა ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სერგეი მესხის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლექცია მოისმინეს და წყალტუბოში ბეჭდური მედიის განვითარების ისტორიას გაეცნენ.
გაზეთ ,,წყალტუბოს’’ პირველი ნომერი 1937 წელს გამოიცა. გაზეთს 40 წელია საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, მურთაზ კანკაძე რედაქტორობს.
ამ ეტაპზე, გაზეთი ,,ახალი წყალტუბო’’ ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთადერთ ბეჭდურ მედიას წარმოადგენს და კვირაში ერთხელ გამოიცემა.