გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი სამი საკითხი განიხილეს:

1.გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების სიმბოლოების შექმნასთან დაკავშირებით.

2.სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

3.მუნიციპალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის განხორციელების შესახებ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ელენე კრავცოვა.

დასაქმების ხელშელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები- თამარ ენდელაძე და ხათუნა ობოლაძე.