- 2023-10-11
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ , რომლის მიზანია ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.