- 2023-12-13
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა მაღლაკელიძე უძღვებოდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწრობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2024 წლის სამოქმედო გეგმა.
სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა, საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
აგრეთვე, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ი.გ.პ. ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ ერთად 16 დღიანი კამპანიის „არა ძალადობის“ ჩატარებული აქტივობების შესახებ, რომელიც გაიმართა 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.