გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2024 წლის სამოქმედო გეგმის საკითხი.

შეხვედრაზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების სტატისტიკაზე ისაუბრა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა სიმონ ბერძენაძემ.

საბჭოს წევრებმა  განიხილეს 2024 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების და ასევე, 2020 – 2024 – 2027 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოციალურ – ეკონომიური, სტრატეგიული პროექტის გაცნობის საკითხი.

სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ლეილა აშორდიამ საბჭოს წევრებს გადასცა ქალთა ასოციაციის  „ვაკეთოთ ერთად“ მიერ მომზადებული საინფორმაციო ბროშურა – გზამკვლევი, რომელშიც წარმოდგენილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია წყალტუბოში მცხოვრებთათვის.