გოგონათა ფრენბურთის გუნდს სპორტული ბრენდირებული ფორმები გადაეცათ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებაში“ არსებული გოგონათა ფრენბურთის გუნდისათვის შეძენილი სპორტული ბრენდირებული ფორმები გადასცეს.
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „სპორტული კლუბების გაერთიანებაში“ არსებული გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2015 წლიდან ჩამოყალიბდა და მათ არაერთხელ აქტიურად წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი.