იაკობ ქაჯაიას წყალტუბოში დახვედრა მოუწყვეს

ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს ბ/რ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაიას წყალტუბოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეხვედრა მოუწყო.
▶შეხვედრა სპორტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა. წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა მადლობა გადაუხადა წყალტუბოს ფალავანს და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა. ასევე 3000 ლარით დააჯილდოვა იაკობ ქაჯაის პირადი მწვრთნელი დემურ კირტავა.
💬„ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. ვამაყობთ რომ წყალტუბოს ჰყავს იაკობ ქაჯაია. კიდევ ერთელ ვულოცავთ ოლიომპიურ ვერცხლს და გამოვდივართ ინიციატივით, რომ წყალტუბოს სპორტის სასახლე ამიერიდან იაკობ ქაჯაიას სახელს ატარებდეს“, – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
▶შეხვედრაზე ოლიმპიელ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცეს იმერეთის ოლიმპიური კომიტიტეტის თავმჯდომარემ რეზო რობაქიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფრომა რიმა მარგიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტსმენებმა და მეგობრებმა .
💬„მადლობა ყველას ასეთი გულშემატკივრობისთვის, მე მუდამ ვატარებ თქვენს სიყვარულს და პატივისცემას. ჩემი წყალტუბო, ჩემთვის ყველაფერია, ერთგული ვარ ამ ქვეყნის და ამ ქალაქის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და ჩემს მწვრთნელს. რომ არა ისინი ამ გამარჯვებას ვერ დავიმსახურებდი.
▶ მინდა ახალგაზრდა სპორტსმენებს ვუთხრა, რომ არასოდეს დანებდეთ, ივარჯიშეთ, ჩადეთ მთელი გული და ენერგია და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. დამიჯერეთ, გამარჯვება დაისახეთ მიზნად და აუცილებლად გაიმარჯვებთ ! “ – აღნიშნა იაკობ ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, რომ იაკობ ქაჯაია სხვადასხვა წლებში ევროპისა და მსოფლიო ტურნირების გამარჯვებულია.