იოჰან სებასტიან ბახის VII ეროვნული კონკურს – ფესტივალი  

იოჰან სებასტიან ბახის VII ეროვნული კონკურს – ფესტივალი  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ჩატარდა , რომელიც  კომპოზიტორის იუბილეს მიეძღვნა. კონკურსში საქართველოს 15 ქალაქიდან 100-მდე  შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა.

იოჰან სებასტიან ბახის VII ეროვნული კონკურსის დასკვნით კონცერტს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილე სერგო კირკიტაძე და ფრაქცია ,, ქართლი ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ‘’ თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი ესწრებოდნენ.

ფესტივალი თბილისის ხელოვნების აკადემიის რექტორის და საქართველოს უნივერსიტეტის დირექტორის, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამფუძნებლის, მუსიკის დოქტორის, პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის  ორგანიზატორობით  გაიმართა.

სამდღიანი ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის, სადაც  I პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა  გიორგი ჩიხლაძეს, ლუკა კაჭკაჭიშვილს და მარიამ შვანგირაძეს. II პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა ემილია ქუთათელაძეს, ხოლო III პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა ბარბარე ფანცხავას.

ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური  ჩართულობით, ა(ა)  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მმართველის ნინო ხურციას, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მენეჯერის მარინა კვერნაძის და პროფესიონალ პედაგოგთა მხარდაჭერით კონკურსი მაღალი დონით ჩატარდა.