- 2021-11-17
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
18 ნოემბერს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. რომეო ნიჟარაძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 15 ივლისის N 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. რომეო ნიჟარაძე/
3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N 49.49210293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს. რომეო ნიჟარაძე/
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/ მომხს. რომეო ნიჟარაძე/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
/მომხს. რომეო ნიჟარაძე/