იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ,,შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომოსიის 2021 წლის სამუშაო გეგმის საკითხი.