იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რომეო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,წყალტუბოს განვითარებისათვის“ გაუქმების შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქალები წყალტუბოს მომავლისათვის“ გაუქმების შესახებ.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები“-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N 36 126 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების“-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 დეკემბრის N 36 163 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხს: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 140 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით გადაიდო.