- 2023-03-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც.