იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს N 36 137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
 კომისიამ ასევე, იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
 კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და ასევე, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკითხი.
 დეპუტატეტბმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი ესწრებოდა.