- 2023-07-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წევრთა და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.