იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N 119 (გ. -49.49213376) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრტა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N 121 (გ-49.49213378) განკარგულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N 155 (გ-49.49213638) განკარგულებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე,
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის დამტკიცების საკითხი.