იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

30 მაისს, 10:30 საათზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება  იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N 159 (გ-49.49233612) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხს: მ. ჭელიძე/

2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფტავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის N 70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

/მომხს: მ. ჭელიძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

/მომხს: მ. ჭელიძე/