- 2022-07-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
28 ივლისს, 15:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის მიზნით“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს N 36 137 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპირობებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N 36 146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/
4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის 28 ნომებრის N 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ /მომხს: მ. ჭელიძე/
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ წესდებაში ცვლილების შეტანისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მამუკა სარარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
/მომხს: მ. ჭელიძე/
11. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N120 (გ-49.49213377) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/