ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიი წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2021 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.