ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
 მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.