- 2023-12-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიამ განიხილა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციართა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის 2024 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.