ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“  მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.