ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
  კომისიაზე დეპუტატებმა განიხილეს საკითხი ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
  ასევე, კომისიამ იმსჯელა საკითხზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.