- 2022-09-29
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ს მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.