კონკურსი მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში მისაღებად

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14 -იდან 25 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი თავიანთი ნიჭი და უნარები გამოავლინონ და განახორციელონ ახალგაზრდული პროექტები.

მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები შეირჩევიან კომისიის გადაწყვეტილებით.

მსურველებს შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TSKALTUBO1@GMAIL.COM. სათაურში მიუთითეთ „ახალგაზრდული საბჭო“, აღწერაში მოკლედ აღნიშნეთ, მოტივაცია, მიზანი და საკონტაქტო ინფორმაცია.

გასაუბრება გაიმართება მერიის საკონფერენციო დარბაზში 2024 წლის 10 მაისს, 14:00 საათზე.