კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2021 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.