კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მერიას.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-ს მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მმართველი ნინო ხურცია ესწრებოდა.