- 2023-07-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს მიერ 2023 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მმართველი რევაზ მესხი ესწრებოდა.