კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მერიას.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.