კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2022 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.