- 2022-06-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2021 წლის მე – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2021 წლის მე – IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის მიერ 2022 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლიკა გუგუსიანი და ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მმართველი ნინო ხურცია ესწრებოდნენ.