კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ასათიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, დეპუტატება განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

კომისიის წევრებმა განიხილეს  საკითხი კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველი ირაკლი კუჭავა ესწრებოდა.