„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 საქართველოში რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ დახმარებას რომელიც ურბანული ინიციატივების კუთხით ინოვაციური პროექტების განხორციელებას ითვალიწინებს.
 წყალტუბო ჩართულია მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). რომლის შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურიდან მარეხი კანკაძე, ირაკლი შალამბერიძე და თამარ ფანცხავა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზი ჩხეიძე უკვე ჩართულნი არიან მენტრინსა და სწავლებაში, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა UNDP-ის წარმომადგენელთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად.
 როგორც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს ეს პროექტი ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და სველი წერტილების ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით ინოვაციური პროექტი, „კულტურული ღონისძიებები ერთ სივრცეში“ – ეს არის რომელიც შემოდგომაზე უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.