მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სქამუშაო შეხვედრა ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
,, ამ ეტაპზე მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სოციალური პროგრამების დანერგვა, ახალი ინოვაციური პროექტების მომზადება, ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება, დასუფთავების საკითხის მოგვარება’’- გენადი ბალანჩივაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა კონკრეტული დავალები გასცა და სხვა მიმდინარე საკითხებზეც ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი ესწრებოდნენ.